სასმელი წყლის მიწოდების სისტემების მშენებლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟდანოვაკანსა და სამებაში პროექტის “დახმარება სოფელს”ფარგლებში გაგრძელდება.
როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები და რა ეტაპზეა ისინი, გორელოვკის სოფლის თემის რწმუნებულ, მნაცაკან ბაბაჯანიანს ვესაუბრეთ.
მისივე თქმით: “დახმარება სოფელს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე სოფელ გორელოვკაში, სამებაში, ეფრემოვკაში, ჟდანოვსა და ორლოვკაში. გორელოვკაში სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია, დანარჩენ სოფლებში კი უახლოეს დღეებში დაიწყება.”
სოფელ გორელოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩასატარებლად 49 437 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კომპანია შპს “არო-მ” მოიგიო, 46 497 ლარით.
- სამება – სასმელი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენა – 9,887.5 ლარი.
- ჟდანოვი – სასმელი წყლის სისტემის აღდგენა – 11,865 ლარი.
- ეფრემოვკა – მინი სტადიონის მშენებლობა (ნაწილი 3) – 9,887.5 ლარი.
- გორელოვკა – სპორტული დარბაზის გასახდელის გარემონტება – 5932 ლარი.
- ორლოვკა – სანიაღვრე არხების მშენებლობა -11,865 ლარი.
ამის შესახებ სოფელ ჟდანოვის სპეციალისტმა, ჰოვსეპ ანტანოსიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “წელს წყლის მილების რეაბილიტაცია განხორციელდება ისევე, როგორც შარშან, სოფელ ჟდანოვის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული სამუშაოები წელს სრულად დასრულდება, სადაც დაახლოებით 1 კმ სიგრძის წყლის მილები შეიცვლება.”
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: