2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ქალაქ ნინოწმინდაში ბუნებრივი სტიქია მოხდა. ძლიერმა სეტყვამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 3 სექტემბერს სეტყვისგან მიყენებული ზიანის თაობაზე მერიამ 174 განცხადება მიიღო. დღეისთვის განხილულია ყველა განაცხადი და მიღებულია გადაწყვეტილებები.
თუმცა, მერიას დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენაში დახმარება შეუძლია მხოლოდ.
მერიის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, შირაკ გალოიანის განცხადებით, 46 მოქალაქეს გაუწევენ დახმარებას. მთავარი აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და ფინანსურად არასტაბილურ მოსახლეობაზე. დახმარებას არ მიიღებენ ვისაც შემოსავლის წყარო აქვთ, ან სამთავრობო უწყებებში მუშაობენ. დახმარება გაეწევა მხოლოდ მათ, ვისი სახლის სახურავი დაზიანებულია.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: