17 წლის მარიამ არზუმანიანი ფერწერითაა გატაცებული. ის ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში სწავლობს, მე-11 კლასში. წელს მარიამს მიზნად აქვს დასახული სკოლის ექსტერნით დამთავრება და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ძალიან დიდი სიყვარული აქვს ფერწერისადმი, მას ფარმაცევტის პროფესია აქვს არჩეული.
მარიამს ადრეც ძალიან უყვარდა ხატვა, თუმცა ხატვის გაკვეთილებს ბოლო 2 წელია რაც ესწრება. მარიამი თვითნასწავლია, და როგორც ამბბობს, ხატავს ისე, როგორც საკუთარ წარმოსახვაში ხედავს. “მგონია, რომ ხატვის ნიჭი მამაჩემისგან და ბაბუაჩემისგან მაქვს. როცა ვხატავ – ვისვენებ.” – ამბობს მარიამი. მარიამი ყველაზე ხშირად სკოლის მერე ხატავს, ძირითადად, ღამე, როდესაც ირგვლის სიჩუმეა. მისი ნამუშევრები პორტრეტები და ბუნების ნახატებია. ბოლო ნამუშევრებიდან აღსანიშნავია სამშობლოს სიყვარულიდამი მიძღვნილი ნახატები “არარატის მთა” და არცახის სიმბოლო – “ბაბუა და ბებია”.
მარიამი ხელოვნებისადმი ვნების დაკავშირებას მის მომავალ პროფესიათან სურს. სკოლის გაკვეთილების გარდა, მარიამი აქტიურად მეცადინეობს მათემატიკასა და ფიზიკაში, რათა უნივერსიტეტში ჩააბაროს.
ხატვასა და სწავლისადმი სიყვარულის გარდა, მარიამს ასევე უყვარს სამზარეულოში დროის გატარება: ამზადებს ნაირ-ნაირ კერძებს და აცხობს. ეს კიდევ ერთი მისი გატაცებაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით აქცევს ყურადღებას. მისი კულინარიული ექსპერიმენტები, უპირიბოდ, ანიჭებენ სიხარულს არა მხოლოს მას, არამედ მის ახლობლებსაც.