დღეს, 22 სექტემბერს, ნინოწმინდის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
დილით მოსახლეობა წყლის მომარაგების შეწყვეტის პრობლემის წინაშე დადგა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც წყლის შესანახი რეზერვუარი არ აქვთ.
იმის გასარკვევად, თუ რაშია პრობლემა, ჩვენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის ტექნიკური განყოფილების უფროსს, არზუნ გოროიანს დავუკავშირდით. მისი თქმით, ნინოწმინდის წყალმომარაგების ხაზზე ავარია იყო და გუშინდელი დღიდან კომპანიის თანამშრომელები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. კომპანია იმედოვნებს, რომ დღეს საღამომდე გარემონტდება საავარიო ნაწილი, რის შემდგომ წყალმომარაგება აღდგება.
ამასთან ერთად, დროებით წყალმომარაგება შეწყდება ხოჯაბეკის უბანში, რადგან დღეს ნინოწმინდის განყოფილება შეწყვეტს წყალმომარაგებას სოფელ დილიფიდან. ეს სამუშაოები საჭიროა იმისათვის, რომ წყლის აუზი გაიწმინდოს. სამუშაოების ჩატარების შემდგომ, წყალმომარაგება აღდგება.