დღეს, 22 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა” ინიციატივის ფარგლებში, ჩატარდა შაბათობა.
დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულმა ერთეულმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სპეციალისტები, ასევე მუნიციპალური სამსახური და ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მსგავსი აქციები – დროებითი მოვლენაა. იმისათვის, რომ ყოველთვის სუფთა იყოს, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ არ გადააგდოს ნარჩენები იქ, სადაც არაა მათი ადგილი, და ქალაქი სუფთა იქნება.
ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, დასუფთავების დღე მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელიწადში ორჯერ მაინც ტარდება. ასეთი აქცეიები ყველა მოქალაქეს ეხმარება გააცნობიეროს, რომ ჩვენი ქალაქის მომავალი ჩვენს ხელშია. ყოველწლიურად სიტუაცია უმჯობესდება, ზოგიერთი მოქალაქე შეგნებულად იცავს სისუფთავეს, არის ადგილები, რომლებიც მუდმივად იწმინდება და ლაგდება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ სისუფთავე და წესრიგი ჩვენს ქალაქში.
მიზანი, რომელიც კამპანიის ტრადიციად იქცა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდაა, რადგან გარემოს დაბინძურება ხშირად ხდება ადამიანების დაუდევრობით.