პირველად ნინოწმინდაში ქალაქის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო დღეს უამრავი და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართება. თავდაპირველად, ქალაქის დღე 24 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო. ნინოწმინდაში ქალაქის დღის აღსანიშნავად 20 000-მდე ლარია გამოყოფილი.
ქალაქის დღე ჩატარდება 30 სექტემბერს ან 1 ოქტომბერს, ამინდის პირობებიდან გამომდინარე. დღესასწაულის გადადება ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება.
ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12:00 საათზე, ნინოწმინდის (ხოჯაბეკის უბანი) შესასვლელთან, ახალქალაქი – ნინოწმინდის გზაზე, ეროვნული დროშის მახლობლად გაიმართება. ხოლო მთავარი ზეიმი და ოფიციალური გახსნა ცენტრალურ პარკში 13:00 საათზე გაიმართება.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ქალაქის დღე გაიმართება სპორტულ, კულტურულ და ბავშვთა გასართობ ჭრილში, ასევე კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებისა და ანსამბლების მონაწილეობით. სოფლის თემებს ასევე ექნებათ საკუთარი პავილიონები ეროვნული კერძებით. მოეწყობა ხელნაკეთი პროდუქციისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, ასევე კერძების დემონსტრირება და დეგუსტაცია. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
ამ დღეს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებიც ჩაერთვებიან, რომლებიც წესრიგის დაცვაში დაემარებიან.
ასევე გაუქმდა ტიტულის მინიჭება” საპატიო მოქალაქე ” ნინოწმინდის ორი მოქალაქისთვის..
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსს ლევონ ვარდანიანს.