როგორც ვიცით, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები 2021 წლის მაისში ჩატარდა, და ამასთან ერთად, დღემდე მკაფიოდ დგას მამის სახლის რესტავრაციის საკითხი.
როგორც ადგილზე დავაკვირდით და სალხ-მუზეუმის გიდმა, ლიზა აბგარიანმა გვაჩვენა, ისტორიულ სახლში სინესტეა, კედლები გაბზარულია, მკვეთრად ჩანს სინესტის ლაქები, ჭერის კოჭები კი ინგრევა.
იმის გამო, რომ ჭერის კოჭები სავალალო მდგომარეობაშია, სახურავი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ძლიერი წვიმიების დროს სახლში წყალი ჩადის.
ლიზამ ასევე აღნიშნა, რომ სინესტის გამო კედლებიც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და სახლს სჭირდება გარე სადრენაჟო სისტემა სინესტის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
წელს სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. როგორც აღნიშნა მუზეუმის გიდმა, ლიზა აბგარიანმა, როგორც საგამოფენო დარბაზის რესტავრაციისას, სამუშაოებს “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდი განახორციელებს.
მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს: თუ სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი მუზეუმის რესტავრაციაში, შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდს.” – ლიზა აბგარიანი.
ვრცლად ჩვენს ინტერვიუში ლიზასთან: