ეფრემოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტით სამუშაოები დაიწყო

ეფრემოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტით სამუშაოები დაიწყო

ეფრემოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო.

წელს დაგეგმილია სათამაშო სტადიონის რესტავრაცია, რომელიც დიდი ხანია ცუდ მდგომარეობაშია და არ ვარგა საექსპლუატაციოდ.

ამ საკითხზე საუბარი გვქონდა სოფლის თემის წარმომადგენელ მნაცაკან ბაბაჯანიანთან.
საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და სტადიონი აღდგება. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

Radio NOR · “Мнацакан Бабаджанян – представитель сельской общины села.”

სამუშაოებზე ტენდერი უკვე შედგა და, სოფლის რწმუნებულის თქმით, სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დროულად შეძლებენ მათ დასრულებას, რადგან დასრულების თარიღი ნოემბერშია მითითებული.