2020 წლის ოქტომრის თვეში სოფელ ეფრემოვკაში საბავშვო სათამაშო ატრაკციონები მოიწყო.
2020 წლის მდგომარეობით, ტენდერი მოიგო კომპანია “შპს ლილე-მ”, გამოცხადებული 29595 ლარიდან 22500 ლარით და სამუშაოები ჩატარდა როგორც ეფრემოვკაში, ასევე სოფელ ხორენიაში და განძანში. სამუშაოები ჩატარდა “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში და ტენდერის მიხედვით, ეფრემოვკისთვის გამოყოფილი იყო 10 000 ლარი.
დღეისთვის ატრაკვიონები არც თუ ისე კარდ მდგომარეობაშია და გამოიყურება შემდეგნაირად:
აღსანისნავია, რომ სასრიალო გატეხილია, საქანელები თოკითაა დაბმული და დამაგრებული, ბოძებზე საღებავი იცვეთება, თუმცა ახალი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, რბილი კაუჩუკის იატაკია დაგებული და გარშემო ბილიკებია მოწყობილი.
სოფლის რწმუნებულის, მნაცაკან ბაბაჯანიანის თქმით, სამუშაოები ხორციელდება და ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, და ნოემბრის თვისთვის სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ ტენდერის მიხედვით, სამუშაოებისთვის თანხის 100% ნინოწმინდის მერიის ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. ტენდერის მიხედვით, ყველა დაგეგმილი სოფლისთვის გამოცხადებული იყო 350 000 ლარი, ხოლო ტენდერი მოიგო ი/მ რაზმიკ ღუმაშიანმა, 295040 ლარის თანხოს ოდენობის შემოთავაზებით. ხელშეკრულება შედგა 03.07.2023 წელს და ტენდერის მიხედვით, სამუშაოები უნდა დამთავრდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირის ვადაში.
ამასობაში, ხელშეკრულების მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი შემდეგია:
- გრუნტის დამუშავება ექსკავატორით თვითმცლელებზე დათვირთვით და ტრანსპორტირებით
- გრუნტის დამუშავება მექანიზმებით და ხელით, საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობათ ბორდიურებთან ერთად
- ღორღის საფუძვლის მოწყობა ბაზალტის ბორდიურის და ბეტონის მოჭიმვის მოწყობა
- ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობა
- სკვერის სკამების და ურნების მონტაჟი
- გრუნტის დამუშავება ხელით ატრაქციონის ირგვლივ რბილი კაუჩუკის მოედნის მოწყობისათვის
- ღორღის საფუძვლის მოწყობა
- ბეტონის მოჭიმვის მოწყობა
- ცვეთამედეგი კაუჩუკის საფარის მოწყობა
- სათამაშო ზამბარაზე შეძენა და მონტაჟი
- მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების მოგროვება, დათვირთვა ავტოთვითმცლელზე და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელზე
- ღობის მოსაწყობი ტერიტორიის მოსწორება მექანიზმებით და ორმოების ამოთხრა ხელით
- მოთუთიებული მავთულის ბადით პანელური ღობის მოწყობა
- ლითონის შესასვლელი ჭიშკრის მოწყობა კუტიკარით
- ღობის და კუტიკარის ლითონის ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით
ჩვენ ვესაუბრეთ ეფრემოვკის სოფლის რწმუნებელს, მნაცაკან ბაბაჯანიას. მისი თქმით, სამუშაოები ნოემბერში უნდა დამთავრდეს და დრო კიდევ აქვთ: