ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, ადგილობრივმა მოსახლეობამ მომავალი ცივი ზამთრისთვის მომზადება დაიწყო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი 31 სოფლიდან 8 სოფელი გაზიფიცირებული ჯერ არ არის. ამ 8 სოფლის მოსახლეობა გაზაფხულზე იწყებს წივის მომზადებას, რათა ზამთარში სითბო უზრუნველყონ. წივის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა ასევე იძულებულია შეიძინოს შეშა და ნახშირი, რათა დარწმუნდეს, რომ ზამთრისთვის საკმარისი სათბობი ექნებათ.
ერთ-ერთი ასეთი სოფელია ჟდანოვაკანი. დღეს, როდესაც სოფელი კვლავ მოვინახულეთ იმის გასარკვევად, თუ როგორ ემზადებიან ზამთრისთვის, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ წივი უკვე გაშრეს, თუმცა ამინდის პირობების გამო ჯერ ზოგმა ვერ მოახერხა წივის გაშრობა. მოსახლეობის თქმით, წივის გაშრობა და შეშის ჩეხა ტანჯვაა. მათ სურთ, რომ ბუნებრივი აირი მათ სოფელშიც იყოს. “გაზის ნაკლებობის გამო, ღუმელებს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვახურებთ. იმისდა მიუხედავად, რომ ზამთარი 7-8 თვე გრძელდება, ჩვენ ყოველთვის ვათბობთ ღუმელებს საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, ყველის დასამზადებლად. ჩვენ ვამზადებთ წივას მთელი ზაფხულის განმავლობასი. გარდა ამისა, ზამთარში, მაშინაც კი, მას შემდეგ, რაც წივა იწვის, ჩვენ ნაცარი გამოგვაქ. როდესაც გაზი იქნება, ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გაიოლდება, სახლი სუფთა იქნება, შევძლებთ აბაზანის გამოყენებას. ახლა, იმისათვის, რომ თბილი გვქონდეს აბაზანაში, ჩვენ ვიყენებთ ariston-ს, რომელიც დენზე მუშაობს და ძვირი გამოდის”,- ამბობს ჟდანოვაკანის მოსახლეობა.
მოსახლეობა ერთი გაზის ბალონის შესავსებად 30 ლარს იხდის. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი ბალონი საკმარისია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ყავის ასადუღებლად და საკვების გასათბობად. შეშის ღირებულება 600-დან 800 ლარამდე მერყეობს, რაც ზამთარში ბევრ მოსახლეს სერიოზულ ფინანსურ სირთულეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში SJGC ბუნებრივი აირის მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს დაგეგმილია მუშაობა ჰეშტია – ნინოწმინდის გაზსადენის ახალი ხაზის გაყვანაზე.
ახალი ხაზი დაახლოებით 14 კმ სიგრძის იქნება. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აშენდება ჰეშტია-სათხე ხაზი, მეორე ეტაპზე აშენდება სათხე-ნინოწმინდა ხაზი. მუშაობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.