ნინოწმინდაში ტროტუარების რემონტი დასრულდა

ნინოწმინდაში ტროტუარების რემონტი დასრულდა

ქალაქ ნინოწმინდაში ტროტუარების შეკეთება დასრულდა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია “შპს. ემკ გრუპმა”განახორციელა.
ქალაქის მოსახლეობას ვკითხეთ, კმაყოფილი არიან თუ არა ახალი ტროტუარებით. მოსახლეობის თქმით, კარგია, რომ ქალაქში ახალი ტროტუარები გამოჩნდა, ისინი ლამაზად გამოიყურებიან. თუმცა, ზოგიერთი მოქალაქე უკმაყოფილოა, რადგან წვიმის დროს ტროტუარიდან წყალი მათ ეზოში ჩადის.

ვრცლად აუდიომასალაში:

Radio NOR · Мы опросили жителей, довольны ли они новыми тротуарами.

ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 479 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი სამშენებლო კომპანია “შპს ემკ გრუპმა” 465,182 ლარის შეთავაზებით მოიგო.
ტროტუარები შეკეთდა შემდეგ ადგილებში: ჰოვსეპიანის ქუჩის კვეთადან სპანდარიანის ქუჩამდე (ერთი მხარე), ლიბერთი ბანკიდან კარლ მარქსის ქუჩის კვეთამდე (ერთი მხარე) და პუშკინის ქუჩის კვეთადან მდინარე აგრიჩაიამდე (მრავალსართულიანი კორპუსის მხრიდან).