რა იციან მოქალაქეებმა ქალაქის დღის შესახებ / გამოკითხვა

რა იციან მოქალაქეებმა ქალაქის დღის შესახებ / გამოკითხვა

წელს პირველად ნინოწმინდაში ქალაქის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო დღეს უამრავი და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართება.

ქალაქის დღის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12:00 საათზე, ნინოწმინდის (ხოჯაბეკის უბანში) შესასვლელთან, ახალქალაქი – ნინოწმინდის გზაზე სახელმწიფო დროშასთან ახლოს გაიმართება. ხოლო მთავარი დღესასწაული და ოფიციალური გახსნა ცენტრალურ პარკში 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს რეგიონებში მომხდარი ტრაგედიისა და წყალდიდობის გამო, ქალაქის დღესასწაული მოკრძალებულად, მუსიკალური ნომრების გარეშე აღინიშნება.

ქალაქის დღის არნიშვნა რამდენიმეჯერ გადაიდო. ბოლო მონაცემებით, ღონისძიება ჩატარდება 30 სექტემბერს ან 1 ოქტომბერს, ამინდის პირობებიდან გამომდინარე. დღესასწაულის გადადება ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ნინოწმინდის მოსახლეობას შორის იმის გასარკვევად, რა ინფორმაციას ფლობენ დაგეგმილ ღონისძიებაზე და რა მოსაზრებები აქვთ ამასთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, უმეტესობამ საერთოდ არ იცოდა იმაზე, რომ ქალაქისთვის მიძღვნილი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობს მოსახლეობა ღონისძიებაზე და რამდენად სწორი მიაჩნიათ დაახლოებით 20 000 ლარის დახარჯვა ქალაქის დღის აღსანიშნავად. დავამატებთ იმასაც, რომ მოქალაქეებს შორის არის მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე, ქალაქის დღისთვის 20 000 ლარის დახარჯვის მაგივრად, ჯობდა სეტყვის მიერ დაზარალებულ მოსახლეობას უფრო მეტი დახმარება გაეწიათ.

Radio NOR · Опрос В Предверии Дня Города