ცხოვრებისეული ისტორიები განსხვავებულია და ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვიტოვებს. ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა კოირუნ გრიგორიანის ისტორია, – ადამიანი, რომელმაც თავისი ბედი კინემატოგრაფიას დაუკავშირა და გზაზე უამრავი სირთულე გადალახა.
კოირუნ გრიგორიანი დაიბადა 1936 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დ.არაქალში. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. კოირუნმა 8 კლასი დაამთავრა სკოლაში, და ეს იყო იმის გამო, რომ მამამისი საბჭოთა კავშირის მტრად იყო აღიარებული.
კოირუნს სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და მისი ოჯახი ბრალდებებითა და დამცირებებით იყო გარშემორტყმული. მამას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და ოჯახმა ვერ გაარკვია რა დაემართა მას. მაგრამ სწორედ ამ რთულ მომენტში დაიწყო კოირუნმა კინოზე ოცნება.
1948 წელს, მათ სოფელში მოძრავი კინო მოიტანეს, მაგრამ მას არ ჰქონდა საშუალება სეანსზე დასწრებულიყო. ამ მოვლენამ შთააგონა კოირუნი და მან გადაწყვიტა კინოს სამყაროს ნაწილი გამხდარიყო.
ალთაის ტერიტორიაზე სამშენებლო ბატალიონში მსახურების შემდეგ, კოირუნ გრიგორიანმა იქ მიიღო განათლება ტექნიკურ სკოლაში, პროექციონისტის მიმართულებით. მიუხედავად სირთულეებისა და მამის დაკარგვისა, მას არ დაუკარგავს მიზნის მიღწევის სურვილი. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ცდილობდა მამის პოვნას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
კორსუნმა ცოლად თანაკლასელი მოიყვანა, რომელთანაც სწავლობდა 8 წლის განმავლობაში და 5 შვილი ეყოლათ. ახლა მათ 15 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავთ.
1965 წელს კოირუნი დაბრუნდა სოფელ პ.და დ. არაქალში, სადაც დაიწყო მუშაობა პროექციონისტად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
“იმ დროს, როდესაც სოფლებში ტელევიზორები არ იყო, კინო ყველასთვის ნამდვილი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა ფილმის ჩვენების დაწყებას. ქალაქ ახალციხიდან ჩამოვიტანეთ გავრცელებული ფილმები და ყოველთვიურად ვანახლებდით ფილმების სიას, რათა მოსახლეობას ახალი გასართობი მიგვეწოდებინა. ბილეთის ფასი იყო მხოლოდ 20 კაპიკი თითო სესიაზე და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.
იმ დროს განსაკუთრებით პოპულარული იყო ინდური ფილმები, თუმცა საბჭოთა, სომხურ და ქართულ ფილმებიც ვაჩვენებდით. თუმცა მაინც ინდური უფრო მოსწონდათ.
საინტერესოა, რომ ბავშვებიც მოდიოდნენ, რომლებსაც ბილეთისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდათ. მახსენდებოდა ჩემი ბავშვობაც, როდესაც მეც არ მქონდა საკმარისი ფული, რომ ფილმზე წავსულიყავი, ამიტომ ვუშვებდი ამ ბავშვებს სეანსზე.
ჩემი პროფესია უნიკალური იყო – მოსახლეობასთან კავშირი მოქნდა და მათ გართობას ვუწევდი. ეს იყო დრო, როდესაც კლუბში ხშირად იმართებოდა კონცერტები და სპექტაკლები. მაგრამ ახლა დრო შეიცვალა.
სიბერეში კოირუნი ოცნებობდა დაენახა ის ადგილები, საიდანაც მისი წინაპრები, ბაბუები მოდიოდნენ. ეს ოცნება შვილიშვილებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა და საბოლოოდ საოცარ მოგზაურობად გადაიქცა.
2018 წელს ის ეწვია ყარაბაღს, ხოლო 2020 წელს კოირუნი წავიდა თურქეთში, ოჯახური კავშირების სიმტკიცისა და შვილიშვილების, კერძოდ, ალექსან კირაკოსიანის დახმარების წყალობით.
ამ მოგზაურობის მიზანია ეპოვა და ენახა ის ადგილები, საიდანაც მისი წინაპრები ჩამოვიდნენ, ადგილები, რომლებმაც კვალი დატოვეს მისი ოჯახის ისტორიაში.
გზა მათ ერზრუმამდე მიიყვანა, სოფელ ბერთუნგში, საიდანაც იყვნენ კოირუნის წინაპრები, რომელთა ისტორია მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ამ მიწის კუთხესთან. ამ პატარა სოფელში ჩასვლისას მათ წარსულთან შეხვედრის საოცარი მომენტი განიცადეს, – დაინახეს ხეები, ქუჩები და სახლები, რომლებიც, შესაძლოა, ოდესღაც წინაპრების კვალი ჰქონდათ.