ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე სოფელ ყულალისამდე მიმავალ გზაზე მიმდინარეობს დაგების, გასწორებისა და მოასფალტების სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს არმენ ბდოიანს ვესაუბრეთ. “მოასფალტების სამუშაოებს არაფერი აქვს საერთო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტთან, მათ თავად ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამშენებლო კომპანია. გზის ნახევარი მოასფალტებული იქნება, ბეტონის ქარხნის ტერიტორიამდე.”
კითხვაზე, იგეგმება თუ არა წელს სოფელ ყულალისკენ მიმავალი დარჩენილი გზის ასფალტირება, ბდოიანმა უპასუხა, რომ წელს სამუშაოები არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოდან სოფელ ყულალისამდე მიმავალი 2 კმ (404 მ) სიგრძის გზა 2022 წელს დაიგო. აღნიშნული გზის მოასფალტებისთვის 1,556,803 ლარის ოდენობის თანხაა დაგეგმილი. გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ჯავახავთოგზამ”. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57% დაფინანსდა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43%.
გზის დანარჩენი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები არ ჩატარდება: