ლილით ელოიანი – ერთ-ერთი სტუდენტია, ვინც სწავლის დამთავრების შემდეგ მშოუბლიურ ქალაქში დაბრუნდა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს.
ლილითი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან რეზიდენტურაში ჩააბარა თერაპიის განხრით, შემდგომ კი ქირურგი-სტომატოლოგის განათლება მიიღო. ლიცენზიის მიღების შემდგომ, ლილითი პრაქტიკოსი სტომატოლოგი გახდა, როგორც ზრდასულთათვის, ასევე პატარების.
თავიდან ლილითი თბილისში მუშაობდა, მაგრამ მშობლირ ქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო: “გავიმე, რომ ჩემს ქალაქში ბავშვთა სტომატოლოგი სჭირდებათ. ვიფიქრე, დაბრუნება და მუშაობა ცუდი არ იქნებოდა.”
უკვე ორი წელია ლილითი ნინოწმინდაში მუშაობს. მან თავის ძმასთან ერთად ოთახი იქირავა და ერთად მუშაობენ.
“ვერ გეტყვით, რომ ბავშვობიდანვე სტომატოლოგიაზე ვოცნებობდი.” სკოლის დამთავრებამდე ლილითი ვერ ჩამოყალიბდა პროფესიის არჩევის საკითხში. თუმცა, უნივერსიტეტში ჩაბარებისას მან გააზრებული არჩევანი გააკეთა საკუთარ პიროვნულ თვისებებზე და შესაძლებლობებზე დაყრდნობით. მან ყველაფერი გაითვალისწინა: მოთმინების უნარი, დახმარების სურვილი, მზრუნველობა და პაციენტებთან მიდგომის საკითხი.
“სტომატოლოგის პროფესია ბევრ პატარა დეტალთან მუშაობას ითხოვს. ეს თავისებური საიუველირო ხელოვნებაა. იმისთვის, რომ კარგი სპეციალისტი გახდე, შემოქმედების ნიჭი უნდა გქონდეს. ყველაფერი ყურადღებით ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ შემიძლია და უნდა გავხდე სტომატოლოგი. ჩემი არჩევანი სწორი აღმოჩნდა.”
ლილითი უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით ჩააბარა. მას ბევრი დაბრკოლება შეხვდა: დაამთავრა რუსული სკოლა, ჩაბარებისას კი სომხურ ენაზე მოუწია გამოცდების ჩაბარება, სწავლობდა კი ქართულ ენაზე. ლილითი სწავლის საფასურს არ იხდიდა, მას სახელმწიფო გრანტი ჰქონდა. კარგად სწავლობდა და სტიპენდიასაც კი იღებდა.
“ენობრივი ბარიერი და სასწავლო მასალის დიდი მოცულობა, რომელიც მოკლე ვადაში უნდა აითვისო – გამძლეობის დიდი გამოცდაა. მე ეს გადავლახე ჩემი მეგობრების, თანაკურსელების და პროფესორების დახმარებით. ისინი დამეხმარნენ ქართული ენის სწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში. ყველა ეს დაბრკოლება საჭირო იყო ჩემი მიზნის მისაღწევად.”
სირთულეები ახლაც არსებობს, რადგან ლილითი როგორც ზრდასულ პაციენტებთან მუშაობს, ასევე ბავშვებთანაც, რაც ფიზიკური და ემოციონალური დათვირთვაა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვთან ინდივიადუალირი მიდგომა გვონდეს. არ უნდა შევაშინოთ ბავშვები, რადგან ბავშვობაში კბილების მკურნალობის ნეგატიური გამოცდელება, შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს მათ. ამისთვის საჭიროა ოდნავ ფსიქოლოგებიც ვიყოთ.”
საკუთარი შრომის საუკეთესო შეფასება მისთვის პაციენტების ღიმილი და დაბრუნების სურვილია.
წლების განმავლობაში მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია. მედიცინა – ზუსტად ის სფეროა, სადაც ჩემი თავის ადგილია.” – აღნიშნა ლილითმა.