ნინოწმინდა მაღალთმიან რეგიონში მდებარეობს. აქ ზამთარი, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო მკაცრი და ცივია. ზამთარში ტემპერატურა 30-35 გრადუსამდე ჩადის.
ჩვენ ნინოწმინდის მოსახლებას შორის ჩავატარეთ გამოკითხვა. ვეცადეთ გაგვერკვია, რა თანხა სჭირდებათ სახლის გასათბობად ზამთრის პერიოდში და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი.
მოსახლეობის უმეტესობა სახლებს ბუნებრივი აირით ათბობს. ზოგ სოფელში, რომლებიც დღემდე არაა გაზიფიცირებული, მოსახლეობა შეშას და წივას იყენებს.
მოსახლეობის თქმით, როგორც შარშან, წელსაც, შეშა 400-500 ლარი ღირს. თუმცა, დაპობილი შეშა 600-800 ლარი ღირს.
ბუნებრივი აირით სახლის დათბობა თვეში 150-300 ლარი უჯდებათ.
ყველა მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი აირის საფასური გადაიხადოს, ამიტომ შეშის ღუმელებს იყენებენ.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: