საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, ახალქალაქში, 28 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნინოწმინდისა და ახალქალაქის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში.
საფრანგეთისთვის ევროპა ნიშნავს ცხოვრებას, რომელიც უფრო თავისუფალია და ბავშვებს მომავალს ჰპირდება. შერაზ გასრი ასევე დაინტერესდა სამცხე-ჯავახეთში საფრანგეთის მიერ დაფინანსებული პროექტებით და აღნიშნა საფრანგეთთან თანამშრომლობის დადებითი გავლენა ამ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე.
საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებას. საფრანგეთი ასევე ხელს უწყობს ქართველი ბავშვების განათლებას, ვისაც სურთ სწავლის გაგრძელება საფრანგეში და სოფლის მეურნეობის განვითარებას ამ რეგიონში.
შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალფეროვანი საქართველო” იყო, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის დასტურია.