შალიკო ელოიანის უნიკალური გამოგონება: კარტოფილის მთხრელი / ვიდეო

შალიკო ელოიანის უნიკალური გამოგონება: კარტოფილის მთხრელი / ვიდეო

70 წლის შალიკო ელოიანმა შექმნა ტექნიკა, რომელიც თხრის კარტოფილს მიწიდან.

შალიკო ელოიანი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა მანქანის სავალი ნაწილის სპეცისლისტად და შემდუღებლად. მან დაიწყო აკუმულატორების შეკეთებით და გახსნა საკუთარი სახელოსნო სახლლთან ახლოს, – აკეთებდა როგორც გაზის, ისე ელექტრო შედუღებას. შალიკო ელოიანი დაიბადა სოფელ დ. ხანჩალიში, მაგრამ 62 წელზე მეტია ცხოვრობს ქალაქ ნინოწმინდაში.

უკვე ორი წელია არ მუშაობს შემდუღებლად, მას შემდეგ, რაც აფეთქდა ოთახი, სადაც ის კარბიდს აგროვებდა. მისი გადარჩენა სასწაული იყო. ახლა ის მხოლოდ მანქანის აკუმულატორების შეკეთებითაა დაკავებული. შალიკო ელოიანი თვითნასწავლია.

ეზოში კარტიფილის თხრის პროცესის გასაიოლებლად, შალიკომ სპეციალური ხელსაწყო გამოიგონა. ვიდეოების ყურებით მან ავტოფარეხში არსებული ნაწილებისგან ააწყო ეს ხელსაწყო. ახლა შალიკო და მეუღლე იყენებენ ამ ხელსაწყოს 8 ასეული ფართობის მიწაზე კარტოფილის ამოსათხრელად.

ვრცლად ჩვენს ვიდეომასალაში: