გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, 2 ოქტომბრის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმას და  ელჭექს პროგნოზირებს. ნავარაუდევია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა,  ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.