01 ოქტომბერს, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში, USAID-ის სმოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. პროექტი მიზნად ისახავს თბილისიდან გარეთ გასვლას და რეგიონების ჩართულობა საგანმანათლებლო გამოწვევების საკითხებში.
პროექტის ფარგლებში ტარდება სატრენინგო ციკლი, რადენიმე შეხვედრა ჩატარდა ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლებში.
1-ლ ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგის მთავარი მიზანი იყო გაერკვია ნინოწმინდის ახალგაზრდებთან, რა პრობლემებს აწყდებიან სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების კონტექსტში და ასევე გაზიარებულიყო ორგანიზაციების გამოცდილება ამ სფეროში. ტრენინგზე ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა ანი ნაქაბიძემ, USAID-ის მოქალაქეთა ჩართულობის კოორდინატორმა:
“პრობლემის გააზრების მიღწევა გვინდოდა ამ შეხვედრის ფარგლებში. ჩართულობა იყო ძალიან კარგი და, ჩემი აზრით, ბევრი პრობლემა გამოიკვეთა, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ და გადაწყვეტის გზები ვიპოვოთ.” – ანი ნიქაბიძე.
შეხვედრაზე მოწვეული იყო მანუშაკ მკრტჩიანი, – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარავნის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი.
მანუშაკ მკრტჩიანი ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ არ ჰყავდა მასწავლებელი, რომელსაც ენის კარგად სწავლება შეეძლო. სოფელში მოწვეული მასწავლებლები დიდხანს არ ჩერდებოდნენ, მკაცრი კლიმატის გამო. გარემო კი ქართულად ლაპარაკის საშუალებას არ იძლეოდა, რადგან სოფელში ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.
მანუშაკმა გაგვიზიარა ტრენინგთან დაკავშირებით თავისი აზრი და ასევე გაუზუარა ბავშვებს საკუთარი გამოცდილება და რჩევებს იძლეოდა.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში მანუშაკთან: