ვალუტის გაცვლითი კურსი ნინოწმინდაში: სად რა ღირს?

ვალუტის გაცვლითი კურსი ნინოწმინდაში: სად რა ღირს?

რუბლი აგრძელებს დასუსტებას როგორც დოლართან მიმართებაში, ასევე ქართული ლარის:რადიო

რადიო NOR-ის ჟურნალისტი დღეს, 2 ოქტომბერს, გაცვლითი კურსის გასარკვევად ქალაქ ნინოწმინდის ბანკებს ეწვია:

“კრედო” ბანკის ინფორმაციით, დღეს, რუსეთიდან ლარში გამოგზავნილი თანხის განაღდებისას, 1000 რუბლი 26.90 (“ზოლოტაია კორონა” სისტემით) ღირს, ხოლო 1000 რუბლის გაყიდვისას – 24.50 ლარი, ხოლო რუბლის ყიდვისას – 29.80 ლარი. დოლარის შეძენა დღეს 2,74 ლარია, გაყიდვა კი 2,61 ლარი.

“თიბისი” ბანკში 1000 რუბლის გაყიდვა 22.30 ლარი ღირს, ხოლო “ზოლოტაია კორონა” სისტემით გამოგზავნისას – 26.97.

“ლიბერთი” ბანკში 1000 რუბლი ღირს 25.20 ლარი, ხოლო “ზოლოტაია კორონა” სისტემით გამოგზავნისას -1000 რუბლი – 26.70 ლარია.

კერძო გადაცვლის პუნქტების თანამშრომლების ინფორმაციით, რუბლის შეძენა დღეს 27.20 ლარია, გაყიდვა კი 26.80 ლარი:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2 ოქტომბერს 100 რუბლი 2.7425 ლარი ღირდა, აშშ დოლარი – 2.6783 ლარი, ევრო – 2.8422 ლარი, სომხური 1000 დრამი – 6.7446 ლარი.