ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე, გზაზე წყალი მიედინება.
მოსახლეობის თქმით წყლის მილის გაწყვეტის გამო ქუჩის ამ მონაკვეთზე წყალი თვეზე მეტია გასდის. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წყალი ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გასდის, ზოგჯერ საერთოდ არ გასდის.
ამ საკითხზე მივმართეთ ქალაქ ნინოწმინდის წყალმომარაგების სამსახურის მენეჯერს, არკადი კვატაშიძეს. მისივე თქმით, მათ შემთხვევის შესახებ არ იცოდნენ, მუშები კი ამჟამად მორიგი შემთხვევის აღმოფხვრით არიან დაკავებულნი. როგორც კი ისინი დაასრულებენ მუშაობას, ამ სიტუაციის შესამოწმებლად მივლენ.