ნინოწმინდის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. სექტემბრის მონაცემებით, “რეგულარი” ბენზინის ფასი 2.54 ლარი იყო, ბოლო დღეებში კი ისევ დაიწყო ზრდა, – 50-60 თეთრით გაიზარდა. ასევე, გასულ თვესთან შედარებით, დიზელის ფასიც 30-40 თეთრით გაიზარდა.
ბენზინგასამართი სადგურების სახელებს არ ვასახელებთ, რომ სარეკლამო ხასიათის არ იყოს, მაგრამ საწვავის ფასები 4 სექტემბრის მდგომარეობით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
პრემიუმი – 3.25 – 3.36 ლარი;
ევრო რეგულარი – 3.05 – 3.15 ლარი;
ევრო დიზელი – 3.30 – 3.34 ლარი;
დიზელი – 3.15-3.20 ლარი.
დიზელის საწვავის ფასები 1 თვის წინ:
ჩვენ ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების ზრდაზე მძღოლებს ვესაუბრეთ და მათ აღნიშნეს, რომ საწვავის ფასებმა კვლავ დაიწყო ზრდა, რაც სულაც არ არის მომგებიანი. დიზელის საწვავზე და საქონელზე ფასები ურთიერთდაკავშირებულია, თუ ეს გაგრძელდება, ყველაფერ დანარჩენზეც ფასები მოიმატებს.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით: “ჩვენი მუდმივი მომხმარებლები ჩივიან, თუმცა ჩვენც ასევე ვერ დავდივართ მანქანით ძველი ფასებით. ერთი პერიოდი ბენზინი 2.20 ლარი ღირდა, ახლა კი 3.20, როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ პირობებში. მაღაზიებში საქონლის ფასებიც გაიზარდა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ შაქრის ტომარა 119 ლარი ღირდა, ახლა კი 123 ლარამდე გაიზარდა.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: