ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის მცხოვრებმა, ეროვნებით ქართველმა ნოდარ გორგაძემ რადიო NOR-ის რედაქციას თხოვნით მიმართა, ხაზი გაესვა მის მიმართვას და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დახმარების ხელი გაუწოდა.
ამის შესახებ ნოდარ გორგაძემ NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “ძალიან ვწუხვარ ყარაბაღის სომეხი ხალხის გამო. მედიის ცნობით, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი უკვე დევნილი გახდა, ზოგი მათგანი ღამეს მანქანებში ატარებს, ზოგი ქუჩაში და ეს ძალიან ცუდია. 20-22 წელია სომხურ მოსახლეობაში ვცხოვრობ, ამიტომ გული მტკივა ამ ხალხისთვის. მზად ვარ, ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ჩემს სახლში ოთახი მივცე დროებითი საცხოვრებლად და მინდა მივმართო საქართველოს მთელ მოსახლეობას, რომ სოციალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს. ერთის მხრივ, უკრაინაში ომი , – იგივე ვითარებაა ყარაბაღში. ომი უნდა შეწყდეს, ეს არ არის კარგი, უდანაშაულო მოსახლეობა ზარალდება.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100,514 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.