რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო ავრცელებს.

„დილით რუსული ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტოფარეხს და დაზიანდა სასწავლო დაწესებულება”, – წერს მროჩკო Facebook-ზე.

მთლიანობაში, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით 27-ჯერ გაისროლეს.

INTERPRESSNEWS