ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე, დიდი ხნის განმავლობაში წყლის მილის დაზიანებით გამოწვეული წყლის გაჟონვა იყო. წყალი გასდიოდა ქუჩაში, რამაც გამოიწვია ასფალტის დაზიანება გაჟონვის ადგილას.
დღეს დილით, 4 ოქტომბერს, ქალაქ ნინოწმინდის წყალმომარაგების სამსახურის სპეციალისტებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და წყლის გაჟონვის პრობლემა აღმოფხვრეს. პრობლემა ის იყო, რომ ერთ-ერთი მაცხოვრებელი წყლის ცენტრალურ მილს უკავშირდებოდა და სწორედ აქედან გადმოდიოდა წყალი.