წელს ნინოწმინდაში მოსავლის აღება ცივი და წვიმიანი ამინდის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.
მოსახლეობა ელოდება ამინდის გაუმჯობესებას, რათა სრულად დაიწყოს მუშაობა. მოსავლის აღების დროს წარმოქმნილ სირთულეებთან ერთად შრომის ფასების გაიზარდა.
ამინდთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, ფერმერები იძულებულნი არიან გაზარდონ მუშების ხელფასები, რათა მოიზიდონ საკმარისი მუშა ხელი და დაასრულონ მოსავლუს აღება.
მოსახლეობის თქმით, ამინდმა ასევე იმოქმედა მუშა ხელის ფასების ზრდაზე, რადგან არსებობს შიში, რომ წვიმების შემდეგ ფერმერები ვერ შეძლებენ მოსავლის აღების დასრულებას. ნიადაგი ჯერ კიდევ სველია, მაგრამ მოსახლეობა ვერ ითმენს, რადგან შიშობენ, რომ ამინდი შეიძლება მოულოდნელად კვლავ გაუარესდეს. წვიმების შემდეგ, უფრო რთული გახდა მუშაობა და მუშების პოვნა, მაგრამ მოსახლეობას არ აქვს დრო, რომ მზიან ამინდს დაველოდოს, მიუხედავად ცუდი ამინდისა, მოსახლეობა აგრძელებს მუშაობას, რათა დროულად დაასრულოს.