შეიცვალა თუ არა ნინოწმინდაში ფქვილის, შაქრისა და საკვები პროდუქტების ფასები

შეიცვალა თუ არა ნინოწმინდაში ფქვილის, შაქრისა და საკვები პროდუქტების ფასები

საწვავის ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობაში ფქვილის, შაქრისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასის ზრდაზე საინფორმაციო ტალღა გავრცელდა.

6 ოქტომბერს, ნინოწმინდაში მაღაზიები მოვინახულეთ და დავაკვირდით ფასებს: პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი 50-55 ლარია, ხოლო უმაღლესი ხარისხის ფქვილის ტომარა–95-100 ლარი. ძირითადად, შაქარი 115-118 ლარი ღირს, არის მაღაზიები, სადაც შაქრის ფასი 119-დან 125 ლარამდე აღწევს.

ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთი გამტიდველის თქმით: “ხილის ფასები შედარებით იგივე დარჩა, ფასების ზრდა ჯერ არ არის, მხოლოდ ის ხილი, რომლის სეზონიც უკვე გადის, უფრო ძვირდება, მაგალითად, ჩვენ ახლახან დავიწყეთ მანდარინისა და ფორთოხლის იმპორტი და მათზე ფასები მცირდება. ჩემი აზრით, ხილის ფასების ზრდა საწვავის ფასების ზრდას ნაკლებად უკავშირდება.”

მაღაზიის მფლობელების თქმით, სურსათის ფასები ჯერ არ შეცვლილა, ფასები იგივე დარჩა.

ასევე არის რამდენიმე ცვლილება საკვებ პროდუქტებში: მაგალითად, მზესუმზირის 5 ლიტრიანი ზეთი ღირს 16.50-დან 32 ლარამდე.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. სექტემბრის მონაცემებით, რეგულარის ფასი ლიტრზე 2.54 ლარი იყო, რაც ბოლო დღეებში 50-60 თეთრით გაიზარდა. ასევე, გასულ თვესთან შედარებით, დიზელის ფასი 30-40 თეთრით გაიზარდა.