პროგრამა “დახმარება სოფელს ” ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დ. ხანჩალის სასოფლო თემში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
- პ. ხანჩალი – სასმელი წყლის სისტემის მთავარი შენობის მოწყობა, თანხა 15,820 ლარი:
- დ. ხანჩალი – პირუტყვის სასმწლი წყლის სისტემის მოწყობა და ხიდების აღდგენა, თანხა 1775 ლარი:
- დ. ხანჩალი – საძოვრებისკენ მიმავალი გზის აღდგენა, თანხა: 18 000 ლარი:
- კატნატუ – სანიაღვრე სისტემის მშენებლობა, თანხა: 12 000 ლარი
რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები, დ.ხანჩალის თემის წარმომადგენელმა, სედრაკ შაჰბაზიანმა სატელეფონო საუბარში გვითხრა: “ამ დროისთვის, პ. ხანჩალიში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის შენობის აღდგენა მთლიანად დასრულებულია.”
პ.ხანჩალის ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო NOR-თან ინტერვიუში თქვა: “სასმელი წყლის დეფიციტი ძირითადად ზაფხულის თვეებში იგრძნობა, თუმცა ძველი სატუმბი სადგურის გვერდით ახალი აშენდა, მაგრამ მხოლოდ ზაფხულში გახდება ცნობილი, იქნება წყალი საკმარისი თუ არა.”
ვრცლად აუდიოჩანაწერში:
შეგახსენებთ, რომ სოფლებში პ. ხანჩალი, დ.ხანჩალი და კატნატუ, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა 47,595 ლარად, რომელიც 46,188 ლარად მოიგო ინდივიდუალურმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა.