რა ეტაპზეა სამუშაოები დიდ ხანჩალის სასოფლო თემში “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში?

რა ეტაპზეა სამუშაოები დიდ ხანჩალის სასოფლო თემში “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში?

პროგრამა  “დახმარება სოფელს ” ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დ. ხანჩალის სასოფლო თემში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  1. პ. ხანჩალი – სასმელი წყლის სისტემის მთავარი შენობის მოწყობა, თანხა 15,820 ლარი:
  2. დ. ხანჩალი – პირუტყვის სასმწლი წყლის სისტემის მოწყობა და ხიდების აღდგენა, თანხა 1775 ლარი:
  3. დ. ხანჩალი – საძოვრებისკენ მიმავალი გზის აღდგენა, თანხა: 18 000 ლარი:
  4. კატნატუ – სანიაღვრე სისტემის მშენებლობა, თანხა: 12 000 ლარი

რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები, დ.ხანჩალის თემის წარმომადგენელმა, სედრაკ შაჰბაზიანმა სატელეფონო საუბარში გვითხრა: “ამ დროისთვის, პ. ხანჩალიში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის შენობის აღდგენა მთლიანად დასრულებულია.”

პ.ხანჩალის ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო NOR-თან ინტერვიუში თქვა: “სასმელი წყლის დეფიციტი ძირითადად ზაფხულის თვეებში იგრძნობა, თუმცა ძველი სატუმბი სადგურის გვერდით ახალი აშენდა, მაგრამ მხოლოდ ზაფხულში გახდება ცნობილი, იქნება წყალი საკმარისი თუ არა.”

ვრცლად აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Որ փուլում են գտնվում «Օգնություն գյուղին» ծրագրով աշխատանքները Մեծ Խանչալի համայնքում

შეგახსენებთ, რომ სოფლებში პ. ხანჩალი, დ.ხანჩალი და კატნატუ, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა 47,595 ლარად, რომელიც 46,188 ლარად მოიგო ინდივიდუალურმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა.