ქალაქ ნინოწმინდაში ბაზარის ტერიტორიაზე წყლის გაჟონვის პრობლემა აღმოფხვრილია.
უნდა აღინიშნოს, რომ წყლის გაჟონვის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური დარჩა წყალმომარაგების რღვევის გამო. შენობის სიახლოვე დაიბორა. ამ სიტუაციის შესახებ სტატია 9 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ.
ნინოწმინდის წყალმომარაგების სამსახურის მენეჯერმა, არკადი კვატაშიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა იცოდნენ რა ხდებოდა და ეს საქმე შიდა პრობლემად მიიჩნიეს, რომელიც მათი პასუხისმგებლობის ნაწილი არ იყო, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებას არ აპირებდნენ.
თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, 10 ოქტომბერს ქალაქ ნინოწმინდის წყალმომარაგების მუშაკებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და მილის შეკეთებით გაჟონვა წარმატებით აღმოფხვრეს.
დღეს სოფელ ბ. ხანჩალიშიც წყლის გაჟონვის აღმოსაფხვრელი სამუშაოები ტარდება.