სოფელ განძას მე-2 სკოლა სარემონტო სამუშაოების დაწყებას ელოდება

სოფელ განძას მე-2 სკოლა სარემონტო სამუშაოების დაწყებას ელოდება

სოფელ განძას მე-2 საჯარო სკოლა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ელოდება. დღეისთვის, სკოლა ფუნქციონირებს სრულყოფილად, თუმცა ყიველდღე ელოდებიან სამუშაოების დაწყებას.

განძის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის, დურგარიან სარგისის თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე, მე-2 საჯარო სკოლა უნდა გადავიდეს 1-ლი საჯარო სკოლის შენობაში მე-2 ცვლად, რათა სასწავლო პროცესი სრულყოფილად გაეგრძელებინა. დღეისთვის, სკოლა მზად არის გადავიდეს 1-ლი სკოლის შენობაში.

სკოლაში მობრძანდნენ ინჟინრები, არქიტექტორები, ჩატარდა გაზომვები და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაიწყოს სარემონტო სამუშაოები, თუმცა სკოლა დღემდე ელოდება.

სკოლის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოები 25 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და 2024 წლის 31 დეკემბერს დამთავრებულიქნეს.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში სკოლის დირექტორ, სარგის დურგარიანთან:

 

Radio NOR · Განძის Მეორე Სკოლა Სარემონტო Სამუშაოებს Ელოდება.MP3