სპასოვკამდე მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულების პირასაა

სპასოვკამდე მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულების პირასაა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში მიმავალი გზის გასწორების, მოასფალტების, სანიაღვრე სისტემების მშენებლობისა და ხიდების მონტაჟის სამუშაოები დაახლოებით 3 თვეა მიმდინარეობს.

5 ოქტომბერს აღნიშნულ გზაზე ასფალტირების სამუშაოები დაიწყო, დღეს კი ისინი უკვე დასრულების პირას არიან.

სოფელ სპასოვკის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს: “სპასოვკის ისტორიაში ეს გზა პირველად დაიგო. ჩემი აზრით, მოასფალტება დადებით გავლენას მოახდენს, მოსახლეობის შფოთვა შემსუბუქდება, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების მანქანა შეძლებს სოფელში უფრო სწრაფად მისვლას, ზამთარში გზა არ დაიხურება და თოვლის გაწმენდა უფრო ადვილი იქნება.”

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Սպասովկա տանող ճանապարհի ասֆալտապատման աշխատանքներն ավարտվել են

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 1,631,387 ლარი გამოიყო სოფელ სპასოვკადან ცენტრალურ მაგისტრალამდე მიმავალი 3,366 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებისთვის. ამ თანხის 95% – ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო 5% – ს (81,719 ლარი) ნინოწმინდის მერია.

აღნიშნული ტენდერი “ჯავახავთოგზამ” 1,623,000 ლარად მოიგო.

ამის შესახებ საგზაო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ინასარიძემ რადიო ნორთან ინტერვიუში განაცხადა: “სპასოვკაში მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულებულია, რჩება მხოლოდ საცხოვრებელი სახლების ეზოებისკენ მიმავალი მონაკვეთები და საგზაო ნიშნები.”