სპორტდარბაზის გარემონტება დიდ არაქალში

სპორტდარბაზის გარემონტება დიდ არაქალში

სოფელ დ. არაქალში, მოსახლეობისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით, ცოტა ხნის წინ სპორტული დარბაზის რემონტი დაიწყო.

2023 წლის ” დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროექტებისთვის 444 000 ლარი გადაეცა.

მათი უმრავლესობა ტენდერების გზით ხორციელდება, თუმცა, სოფელ დ. არაქალის სპორტული დარბაზის გარემონტების შემთხვევაში, ტენდერი მონაწილეთა სიმცირის გამო არ შედგა. შექმნილი ვითარების შედეგად, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შეირჩა ინდივიდუალური მეწარმე მასისი ტოროსიანი 15,820 ლარის ოდენობით.

სოფელ დ. არაქალის რმუნებული აღნიშნავს, რომ სპორტული დარბაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებულნი სპორტით. თუმცა, დარბაზის განახლებასთან ერთად, სოფლის მცხოვრებლებმა გასახდელებისა და სველი წერტილების გაუმჯობესების სურვილიც გამოთქვეს.

“დახმარება სოფელს ” პროექტის ფარგლებში გადაწყდა ამ სამუშაოების შესრულების დაწყება, რათა სპორტსმენებსა და დარბაზის ყველა ვიზიტორს უფრო კომფორტული პირობები შეექმნათ.

თუმცა, მიუხედავად სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციისა და სოციალური ობიექტების კეთილმოწყობის მნიშვნელობისა, სოფელ დ. არაქალის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის საკითხი რჩება. მერიამ უკვე უზრუნველყო სოფელ საღამოდან სოფელ დ. არაქალსა და სათხეში წყალმომარაგების ახალი ხაზის მოწყობის გეგმა, რათა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილიყო.

“სპორტული დარბაზის გასახდელებისა და სველი წერტილების განახლება ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საშუალებას მისცემს”, – თქვა სოფლის რწმუნებულმა:

Radio NOR · Арагял спорт зал