ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ დაიწყეს
საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჰან აროიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, საკრებულოს დეპუტატები ვალდებულნი არიან ანგარიში გაუწიონ თავიანთ ამომრჩეველს, ამიტომ გადავწყვიტეთ მოსახლეობასთან შეხვედრა. ამ დროისთვის ჩვენ ვართ ეშტიის სოფლის თემში. მოსახლეობასა და დეპუტატებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მოისმინონ მოსახლეობის რეკომენდაციები, წარუდგინონ მერიას და ჩართონ საქმიანობა ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით.”
“ეს უკვე მე-3 სოფლის თემია. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი შედის შეხვედრების სიაში. შეხვედრებს 1 ნოემბრამდე დავასრულებთ.”
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: