აგრიჩაი კი არა, ნაგვის მდინარება

აგრიჩაი კი არა, ნაგვის მდინარება

მდინარე “აგრიჩაიში” მცურავი ტოტები, ნაგავი, პლასტმასის და შუშის ბოთლები, შეგროვილი ნარჩენები, ბალახი – ეს ხედი იხსნება გაგარინის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელ ხიდზე.

ამ ქუჩის მკვიდრმა, ვერა უსტიანმა, მიმართა რადიო NOR-ს, გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მის სახლთან მიმავალ მდინარეში აკვირდება.

სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება”, – განაცხადა ვერა უსტიანმა. “ამ ქუჩაზე არის ძროხის საძოვარი და მისგან ნაკელი არა მხოლოდ მდინარეში ხვდება კანალიზაციის მილების საშუალებით, არამედ მაცხოვრებლებიც, რომლებსაც იქვე აქვთ ძროხის საძოვარი, ნაგავს ყრიან  მდინარეში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 100 მეტრში ნაგვის ურნებია.”

მდინარე “აგრიჩაის” სახელის გასარკვევად არის თუ არა ის, მაცხოვრებელმა აღნიშნა, რომ არა, ეს უკვე “ნაგვის მდინარეა”.

მდინარეში ნაგვის დაგროვების გამო წყალსადენი გადაკეტილია, წყალი კი ვერა უსტიანის ბაღში გროვდება. ამის გამო ვერა მოთიბვას ვერ ახერხებს. ამ ყველაფრის გარდა, აუტანელი სუნია. მდინარის გადაკეტვის მთავარი მსხვერპლი არიან მცხოვრებლები, რომელთა სახლებიც მის მახლობლად მდებარეობს.

“აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება მოახდინონ ამ პრობლემაზე და მიიღონ ზომები ისეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როგორიც ახლაა”, – აღნიშნა ვერამ.

ეს სიტუაცია შეინიშნება არა მხოლოდ მდინარის ამ მონაკვეთში, არამედ მთელს სიგრძეზე.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიომასალაში:

Radio NOR · “Не река “Агри чай” а “Мусорная река”