16 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ძმები ვლადიმირ და ჰაიოსის სახელობის სტადიონზე გაიმართა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობენ 2008 და 2009 წელს დაბადებული მოსწავლეები.
ჩემპიონატში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 15 სკოლის გუნდი: პატარა გონდრიო სკოლა, ორლოვკის სკოლა, ჰეშტიის #1 სკოლა, დიდი ხანჩალი სკოლა, სათხეს სკოლა, დილითის სკოლა, ნინოწმინდის #1, #2, #3 სკოლები,ოროჯალარის სკოლა, ფოკის სკოლა, დიდი არაქალის სკოლა, თორიის სკოლა, ჟდანოვის სკოლა და განძის #2 სკოლა.
ამის შესახებ რადიო NOR-თან ინტერვიუში ნინოწმინდის მერიის სპორტის საკითხების სპეციალისტმა, ვალერი ბდიოანმა ისაუბრა: “ნინოწმინდაში ყოველწლიურად ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა სპორტის სახეობაში ეჯიბრებიან: მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, სირბილი და ა.შ.. წელს მხოლოდ 2008 და 2009 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობენ. შემდეგი სპორტის სახეობა- სირბილია, რომლის ჩატარებას 20 ოქტომბერს ვგეგმავთ.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: