ნინოწმინდაში მინი ფეხბურთის სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო

ნინოწმინდაში მინი ფეხბურთის სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო

16 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ძმები ვლადიმირ და ჰაიოსის სახელობის სტადიონზე გაიმართა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობენ 2008 და 2009 წელს დაბადებული მოსწავლეები.

ჩემპიონატში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 15 სკოლის გუნდი: პატარა გონდრიო სკოლა, ორლოვკის სკოლა, ჰეშტიის #1 სკოლა, დიდი ხანჩალი სკოლა, სათხეს სკოლა, დილითის სკოლა, ნინოწმინდის #1, #2, #3 სკოლები,ოროჯალარის სკოლა, ფოკის სკოლა, დიდი არაქალის სკოლა, თორიის სკოლა, ჟდანოვის სკოლა და განძის #2 სკოლა.

ამის შესახებ რადიო NOR-თან ინტერვიუში ნინოწმინდის მერიის სპორტის საკითხების სპეციალისტმა, ვალერი ბდიოანმა ისაუბრა: “ნინოწმინდაში ყოველწლიურად ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა სპორტის სახეობაში ეჯიბრებიან: მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, სირბილი და ა.შ.. წელს მხოლოდ 2008 და 2009 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობენ. შემდეგი სპორტის სახეობა-  სირბილია, რომლის ჩატარებას 20 ოქტომბერს ვგეგმავთ.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Նինոծմինդայում մինի ֆուտբոլ սպորտաձեւով մեկնարկեց դպրոցական օլիմպիադան