ნინოწმინდის კულტურის ცენტრში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2023-ს” ფარგლებში ჩატარდა პროექტების არჩევნები.
მერიაში სულ 4 პროექტის განაცხადი შეიტანეს. სამი მათგანი ნორაშენის და ჭოჭაშენის უბნებში სპოტრული მოედნის მშნებლობასთან დაკავშირებით იყო. განხილვის შემდეგ დარჩა 2 პროექტი. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ხოჯაბეკის უბანში, მეორე კი, – ტრენაჟორების მოწყობას ნორაშენისა და ჭოჭაშენის უბნებში.
ხოჯაბეკის უბანში, სადაც ძროხები ძოვს, არ იყო მოწყობილი პირუტყვის სასმელი წლის სისტემა. მოსახლეობის უმეტესობა, ვინც აირჩია სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მშენებლობა, თვლიან, რომ აირჩიეს ეს პროექტი, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრენაჟორების მოწყობა, რადგან მოსახლეობა ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც პირუტყვისთვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა აუცილებელია.
ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეგო კომენტარი, თუ რას ფიქრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი ამ პროექტებთან დაკავშირებით, თუმცა კომენტარზე მერმა უარი განაცხადა. ბოლო პერიოდში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია უარს იძახის რადიო NOR-თან კომენტარების გაკეთებაზე და ასაბუთებს იმით, რომ საჭიროა მიმართვა მერიის პრეს-სამსახურთან.
ოთახი, სადაც არჩევნები ჩატარდა, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. იყვნენ საარჩევნო კომისიების წევრები, ფარული კენჭისყრის ჯიხურები და ურნა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პროექტმა “ქალაქ ნინოწმინდის ხოჯაბეკის უბანში პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა” 146 ხმით გაიმარჯვა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
არჩევნებში 193 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 76 ქალი და 117 მამაკაცი. ამის შესახებ მერიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.
პროექტების შერჩევაში მონაწილე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, როდესაც მოსახლეობას პრიორიტეტული პროექტების არჩევა შეუძლია, რადგან უკეთ იციან, რომელი პრობლემებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც ნახონ მსგავსი ინიციატივები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
აღსანიშნავია, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტის ” პროგრამა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წელს პირველად დაინერგა, ხოლო 2024 წლის საპროექტო ბიუჯეტი 20 000 ლარით განისაზღვრა.