16 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ძმები ვლადიმირი და ჰაიოს ღარსლიანების სახელობის სტადიონზე ნინოწმინდაში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 2008 და 2009 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ.
ჩემპინატში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან 15 სკოლა მონაწილებდა: პატარა გონდრიოს სკოლა, ორლოვკის სკოლა, ჰეშტიის #1 სკოლა, დიდი ხანჩალის სკოლა, სათხეს სკოლა, დილითის სკოლა, ნინოწმინდის #1, #2, #3 სკოლები, ოროჯალარის სკოლა, ფოკის სკოლა, დიდი არაქალის სკოლა, თორიის სკოლა, ჟდანოვის და განძის #2 სკოლები.
დღეს, 18 ოქტომბრს, ტურნირს ლოგიკური დასასრული ჰქონდა. ფინალში ეჯიბრებოდნენ ნინოწმინდის #1 და #2 სკოლები, სადაც სკოლა #2 პირველ ადგილზე გავიდა და გაიმარჯვა.
ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლის გუნდი შემდგომში რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ახალციხეში ჩატარდება.
ამის შესახებ რადიო NOR-ს ნინოწმინდის სპორტისა და ახალგაზრდების ხელმძღვანელმა, გრიგორ თოპუზინმა განუცხადა: “სასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთით დავიწყეთ, სადაც ფინალში ნინოწმინდის #1 და #2 სკოლების გუნდები გავიდნენ. ყველას გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ. ჩვენ სპორტის შემდეგ სახეობებში ჩავატარებთ ტურნირებს: მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, განდბოლი და სირბილი.”
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
დამატებითი წასაკითხი: