ნინოწმინდის რომელ სკოლებში დამტკიცდნენ დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატები

ნინოწმინდის რომელ სკოლებში დამტკიცდნენ დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, უკვე დამტკიცებულია სკოლის დირექტორების პოსტზე იმ კანდიდატთა სია, რომლებიც სამეურვეო საბჭოში წარდგებიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 38 სკოლაა, აქედან 17-ს უკვე ჰყავს დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატები.

დღეისთვის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სერტიფიცირებული სკოლის დირექტორების სია გამოქვეყნებულია. ესენია:

სოფელ განძის #1 საჯარო სკოლა

სოფელ გორელოვკის #1 საჯარო სკოლა

სოფელ გორელოვკის #2 საჯარო სკოლა

სოფელ გორელოვკის #3 საჯარო სკოლა

სოფელ დ. გონდრიოს საჯარო სკოლა

სოფელ დილითის საჯარო სკოლა

სოფელ ეშთიას #1 საჯარო სკოლა

სოფელ ეშთიას #2 საჯარო სკოლა

სოფელ კატნატუს საჯარო სკოლა

სოფელ მამწვარას საჯარო სკოლა

სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა

სოფელ დ. გონდრიოს საჯაროსკოლა

სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლა

სოფელ სპასოვკის #2 საჯარო სკოლა

სოფელ ყულალისის საჯარო სკოლა

ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლა

ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლა

ვის შეუძლია გახდეს საჯარო სკოლების დირექტორი:

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში არჩევისთვის კანდიდატის წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დასახელებულ კანდიდატებს შორის დირექტორს 6 წლის ვადით, მისი წარდგენის დღიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ირჩევს.

დირექტორის პოსტზე კანდიდატები თავიანთ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე წარუდგენენ.

დირექტორად არჩევამდე დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატი ასევე წარუდგენს სკოლის სამეურვეო საბჭოს:

დირექტორის უფლების დამადასტურებელი ცნობა;
განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთი წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სამედიცინო და ნარკოტიკული ექსპერტიზის დასკვნა;
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრის შეტყობინება;
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

უნდა დაიმატოს, რომ საჯარო სკოლების დირექტორთა თანამდებობებზე კანდიდატების სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე წელია დაიწყო, რაც ორ ეტაპს მოიცავს: ტესტირება და გასაუბრება. კანდიდატებს, რომლებმაც გაიარეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ბარიერი, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გასაუბრების ეტაპზე.

  • სკოლის დირექტორის კრიტერიუმები,
  • განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები,
  • სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება,
  • სკოლის სასწავლო გეგმის შემუშავება,
  • სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელება, მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი,
  • სკოლის სასწავლო გეგმის მონიტორინგი და შეფასება,
  • ადამიანური რესურსების მართვა და მათი განვითარება,
  • ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება,
  • მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა,
  • საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაციები,
  • სტუდენტთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები,
  • სასკოლო კულტურის ფორმირება.