საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009 წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერებს წარჩინებული სწავლისთვის გადასცემს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან 34-მა მოსწავლემ, 2022-2023 სასწავლო წლის ფარგლებში მიიღო კომპიუტერები წარჩინებული აკადემიური მოსწრებისთვის.
ლეპტოპების გადაცემა ნინოწმინდის რესურსცენტრში გაიმართა, სადაც მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.
კომპიუტერები ეძლევათ მოსწავლეებს, რომლებსაც 10 ქულა აქვთ ყველა საგანში VII-დან IX კლასამდე. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და კომპიუტერული პროგრამების სფეროში ცოდნის გაუმჯობესება.
წარმოგიდგენთ იმ მოსწავლეთა სკოლების ჩამონათვალს, რომლებმაც ლეპტოპები მიიღეს:
ქალაქ ნინოწმინდის #1 სკოლის 8 მოსწავლე; ნინოწმინდის #3 სკოლის 3 მოსწავლე; ნინოწმინდის #2 სკოლის 4 მოსწავლე; სოფელ განძას #2 სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ დ. არაქალის სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ დ. ხანჩალის # 2 სკოლის 2 მოსწავლე; სოფელ ჰეშტიის #2 სკოლის 3 მოსწავლე; სოფელ ჰეშტიის #1 სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ ყაურმის სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ ჰეშტიის #2 სკოლის 1 მოსწავლე; გორელოვნის #2 სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ ჟდანოვის სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ ფოკას სკოლის 1 მოსწავლე; სოფელ ორლოვკის სკოლის 2 მოსწავლე; სოფელ სპასოვკის #1 სკოლის 2 მოსწავლე, სოფელ ოროჯალარის სკოლის 2 მოსწავლე.
ნინოწმინდის #1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი ავაქიანი, რომელმაც “ჩემი პირველი კომპიუტერის” პროგრამის ფარგლებში ლეპტოპი მიიღო, აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოსწავლეების მოტივაციაა. მოსწავლეები შეეცდებიან უკეთ ისწავლონ და უფრო მეტს მიაღწიონ. სკოლაში მიღებული ცოდნა მომავალში დაეხმარებათ. განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, ასე რომ მხოლოდ კარგი ნიშნებისთვის არ ღირს სწავლა.
ნინოწმინდის #3 სკოლის მოსწავლე მანველ პოდოღლიანი აღნიშნავს, რომ სწავლას ისეთივე გულმოდგინებით გააგრძელებს, როგორც ადრე, რათა მომავალში კარგი ადამიანი გახდეს.
ნინოწმინდის #3 სკოლის დირექტორი, არმენუი კარსლიანი ხაზს უსვამს, რომ ეს ლეპტოპები წარჩინებული მოსწავლეების დამსახურებაა. ეს შესანისნავი პროგრამაა, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს უკეთ ისწავლონ. ნინოწმინდაში #3 სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ ლეპტოპებს.