ნინოწმინდაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “რაფაელ ჯავახი” 2013 წლიდან ფუნქციონირებს ძმები არმენ და თათულ ღარსლიანების, ასევე წმინდა სარქისის ეკლესიის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით. ცენტრში არის სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი წრე, მათ შორის სომხეთის ისტორიის, რელიგიის, მხატვრული მეტყველების, სიმღერის, ცეკვის, ხატვისა და ინგლისური ენის კურსები. წელს სკოლამდელი განათლების წრეც დაემატა.
წრე მუშაობს შაბათ – კვირას ორი საათის განმავლობაში, რადგან ამ წრის მთავარი მონაწილეები არიან ბავშვები, რომლებიც ესწრებიან საბავშვო ბაღებს 6 წლის ასაკამდე. წრე განკუთვნილია 23 ბავშვისთვის.
სკოლამდელი აღზრდის მთავარი მიზანია მოამზადოს ბავშვები, რომ ისწავლონ ასოები და ფერები სკოლის დაწყებამდე. “ამ წრის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ როგორც სომხურ, ისე ქართულ დამწერლობას, ასევე სწავლობენ ლოცვებს. თუ წრეზე დამსწრე ბავშვების რაოდენობა გაიზრდება, იგეგმება კიდევ ერთი ჯგუფის გახსნა, თუმცა შეიძლება რთული იყოს დღეების დატვირთვისა და სხვა კლასების დროის გამო”, – განაცხადა მღვდელმა ტერ არმაშ პოღოსიანმა.
2021 წელს რაფაელ ჯავახის ცენტრში ასევე გაიხსნა “ArMat-ის” საინჟინრო ლაბორატორია.
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “რაფაელ ჯავახში”400-ზე მეტი ბავშვი დადის. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ქალაქ ნინოწმინდაში, წმინდა სარქისის ეკლესიის დაქვემდებარეობაში მოქმედებს.
მეტი ჩვენს ინტერვიუში მღვდელ ტერ არმაშ პოღოსიანთან: