დასაქმება და სოციალური მხარდაჭერა. რამდენი ადამიანია დასაქმებული მუნიციპალიტეტში

დასაქმება და სოციალური მხარდაჭერა. რამდენი ადამიანია დასაქმებული მუნიციპალიტეტში

2022 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო სოციალური შეღავათების მიმღები პირების დასაქმების პოლიტიკა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოციალური შეღავათების მიმღები პირების დასაქმების პროგრამაზე სამუშაო ხელშეკრულება 200 ოჯახს აქვს გაფორმებული. საჯარო სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალური დახმარების გარდა, დამატებით ფინანსურ შეღავათებსაც მიიღებენ, რომლებიც სამუშაო საათებისა და თანხის მიხედვით 100-დან 300 ლარამდეა გათვლილი.

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები, რომელთა ოჯახის რეიტინგი 120 000 ქულას არ აღემატება და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც სოციალურ შეღავათებს უკვე იღებენ. აქედან მუნიციპალურ სამსახურში 100 ადამიანია დასაქმებული, სადაც ქუჩების, დაწესებულებების ეზოების დასუფთავებაზე სამუშაოებს ახორციელებენ. ზოგადად, ისინი ასრულებენ დარაჯის მუშაობას, ეწევიან ქუჩების დასუფთავებას სოფლებში, ქალაქში, დაწესებულებების ეზოებში და ა.შ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ნინოწმინდაში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა და საარსებო შემწეობის მიღება მცირეა. 2023 წლის მონაცემებით, ნინოწმინდის სოციალურად დაუცველ მხოლოდ 750 ოჯახს მიუღია სოციალური შეღავათები.

ნინოწმინდის დასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილის თქმით: ვეხმარებით იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში არიან დასაქმებულები. ფაქტიურად დღეს სოციალური შეღავათების მიმღები პირების დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულისთვის ინვენტარი სოფელ კატნატის მუნიციპალიტეტის სოფლის კომისარს გადაეცა.

სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირები, რომლებიც უარს ამბობენ დასაქმებაზე, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეიძლება გაუქმდეს. სახელმწიფომ შესაბამის მექანიზმზე მუშაობა უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანები არ არიან, რომლებიც დასაქმებაზე უარს იძახიან.

Radio NOR · Сколько человек из Ниноцминдского муниципалитета включены в программу трудоустройства