როგორ მიმდინარეობს სკოლებში ბილინგვური მეთოდით სწავლება?

როგორ მიმდინარეობს სკოლებში ბილინგვური მეთოდით სწავლება?

ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობებში დღეთიღე უფრო აქტიურად მომდინარეობს. 2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან სკოლებში ბილინგური სწავლების მეთოდი დაინერგა.

მიმდინარე განათლების რეფორმების ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგად დაინერგა ბილინგვური მეთოდი. ბილინგვური სასწავლო პროცესის დანერგვა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე ჩატარდა (2-4 კლასები), შესაბამის საგნებში: ხელოვნება,  ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, მათემატიკა. 

იმის გასარკვევად, თუ როგორ ტარდება ბილინგვური სახის გაკვეთილები სკოლაში და რა მიზნები აქვს ამ მეთოდს, ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლის დირექტორ, არმენუი ღარსლიანს:

“რას ნიშნავს ბილინგვური სწავლება? – ესე იგი, თითოეულ სკოლას აქვს გარკვეული საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩატარდეს ბილინგვური სწავლების მეთოდით. ეს ძირითადად დაწყებითი საფეხურის საგნებია. ჩვენს სკოლაში, მაგალითად, სამი საგანი ისწავლება ბილინგვური მეთოდით, თუმცა არის სკოლები, სადაც 5 საგანი ისწავლება. ბილინგვური სწავლება დიდი “მოგებაა” მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი უფრო ჩაღრმავებულად, სახელმწიფო ენაზე სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ ქართულ ენასაც.

კარგი პროგრამაა, მე მომწონს. როგორც კი დაინერგა ეს მეთოდი ჩვენს სკოლაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიკითხეთ მშობლების აზრიც. ისინიც თანახმა არიან, რომ ბავშვებმა ბილინგვური მეთოდით ისწავლონ საგნები, რომ ბავშვობიდანვე ისწავლონ ქართული ენა, ტერნიმები, და ეს ყველაფერი იმის საფუძველია, რომ შემდგომში ბავშვებმა შეძლონ ქართულის სწავლა და საქართველოს უმაღლეს დაწესებულებებში ჩაბარება არა 1+4 პროგრამით, არამედ, ქართული ენის ცოდნით, პირდაპირ 1-ლ კურსზე ჩააბარონ.”

დღეისთვის ბილინგვური სწავლება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 25 სკოლაში.

  1. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის 1 საჯარო სკოლა
  2. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის 2 საჯარო სკოლა
  3. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის 2 საჯარო სკოლა
  4. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლა
  5. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლა
  6. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა
  7. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის 1 საჯარო სკოლა
  8. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის 2 საჯარო სკოლა
  9. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლა
  10. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლა
  11. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკას საჯარო სკოლა
  12. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა
  13. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლა
  14. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლა
  15. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლა
  16. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლა
  17. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ რადიონოვკის საჯარო სკოლა
  18. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლა
  19. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლა
  20. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლა
  21. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმას საჯარო სკოლა
  22. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლა
  23. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლა
  24. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის 1 საჯარო სკოლა
  25. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის 3 საჯარო სკოლა

ვრცლად ჩვენს საუბარში არმენუი ღარსლიანთან:

Radio NOR · ბილინგვური მეთოდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში

წაიკითხეთ ასევე: