ცვლილებების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
ქალაქ ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების შემოღების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აწარმოებს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ნინოწმინდის 41-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ. საკრებულოსა და ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებთან 10 შეხვედრაა გათვალისწინებული. შეხვედრაზე საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა მონაწილეებს ელექტრონული მოწყობილობების უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დასასრულს, დამსწრეებმა ჩაატარეს კენჭისყრა, რომ თავად დაენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აღჭურვილობა.
ელექტრონული მოწყობილობა გამოყენებული იქნება საარჩევნო ყუთების ნაცვლად, ხოლო მოწყობილობა თავად დაითვლის ხმებს. ამასთან, თითოეული უბანი ხმებს ხელით დაითვლის. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურერიანი აღნიშნავს, არჩევნების ელექტრონული ფორმატი დროს დაზოგავს და დარღვევებს შეამცირებს.
საარჩევნო პროცესში მთავარი ცვლილებები ის არის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარდება. ასევე მოხდა ცვლილებები კომისიის წევრების შერჩევაში. ახლა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის სერტიფიცირებული წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ წევრები. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები განახორციელებენ.
კითხვაზე, თუ როგორ იქნება რიგითი მოსახლეობა ინფორმირებული არჩევნების ახალი ფარმატის შესახებ, სეირან კიურეღიანმა გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, ალბათ, ინფორმაცია “კარდაკარის” პროგრამის ფარგლებში იქნება გავრცელებული.
ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სეირან კიურეღიანმა უფრო დეტალურად ისაუბრა: