გაგარინის ქუჩაზე გაზის მილი და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბოძი საფრთხეს იწვევს

გაგარინის ქუჩაზე გაზის მილი და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბოძი საფრთხეს იწვევს

გაგარინის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანმა მიმართა რადიო NOR-ს, რათა მიიქციოს ყურადღება პრობლემას, რომელიც 3 წელზე მეტია არ მოგვარებულა.

ტრთადი გაგარინის ქუჩაზე ცხოვრობს. მან გვაჩვენა და აგვიღწერა სიტუაცია, რომელიც უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს: გაზის მილი, რომელიც ტრთადის სახლის ეზოში გადის, დახრილია და საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან ერთად, გაგარინის ქუჩაზე, ტრთადის სახლთან ახლოს დგას ბოძი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ამ ბოძის ვარდნის საშიშროება არსებობს.

როგორც ამბობს ტრთადი, ხანდახან მისი ოჯახი დროებით ტოვებს სახლს და მას ეშინია, რომ ბოძი, შესაძლოა, დავარდეს და ხანძარი გამოიწვიოს. ტრთადი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ჯერ მიუმართავს როგორც გაზის კომპანიას, ასევე კომუნალურ სამსახურს. გაზის კომპანიაში უპასუხეს, რომ მოაგვარებენ გაზის მილის პრობლემას მას შემდეგ, როგორც კი სხვა კომპანია გამოასწორებს ბოძის მდგომარეობას.

გაზის მილების გაღუნვა მოასფალტების დროს მოხმა და კომპანია “ჯავახავტოგზამ” დაპირდა, რომ გამოასწორებს პრობლემას, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ კომუნალური სამსახურის უფროსს, ანდრანიკ ბდოიანს. ანდრანიკმა ბრძანა, რომ კომუნალური სამსახური საქმის კურსშია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არ შედის მათ კომპეტენციაში, ისინი მაინც იძულებულნი არიან მოაგვარონ ეს პრობლემა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამჟამად კომპანიის მუშახელი სოფლებშია, როგორც კი მორჩებიან სოფლებში მუშაობას, ისინი ამ პრობლემასაც მოაგვარებენ.

გაზის მილების მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ SJGS-ის დირექტორ, ვრეჟ ბერიკიანს. მან გვიპასუხა, რომ კომპანიამ იცის პრობლემაზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება მოსახლებას, – გაზის გაჟონვა არ ფიქსირდება. “პრობლემა გამოჩნდა საგზაო სამუშაოების ჩატარებისას, – ბოძი დაზიადნა და გაზის მილს დაეცა. ჩვენ უკვე მივმართეთ ნინოწმინდის მერიას, რათა ჩატარდეს ბოძის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩვენ გაზის მილს შევაკეთებთ.” – ბრძანა ვრეჟმა.

Radio NOR · Забытая безопасность: Газовая проблема и аварийный столб на улице Гагарина