სათხაში “დახმარება სოფელს” პროგრამით სამუშაოები დასრულებულია. რას ფიქრობს სოფლის მოსახლეობა?

სათხაში “დახმარება სოფელს” პროგრამით სამუშაოები დასრულებულია. რას ფიქრობს სოფლის მოსახლეობა?

წელს სათხაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში გასწორებულია საძოვრებისკენ მიმავალი გზა და პირუტყვის სასმელი წყლის სისტემაა მოწყობილი.

შეხვედრაზე ხელმძღვანელობა და სათხის მოსახლეობა დიდ ხანს ვერ იღებდნენ საერთო გადაწყვეტილებას. როგორც სხვა სოფლებშიც, სათხელებიც აღნიშნავდნენ, რომ გამოყოფილი თანხა არაა საკმარისი პრობლემების მოსაგვარებლად. სათხელები აღნიშნავდნენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: სოფლის შიდა გზების მდგომარეობა, პირუტყვის სასმელი წყლის სისტემა, საძოვრისკენ მიმავალი გზის ცუდი მდგომარეობა და ძველი საწყალმომარაგეო მილების პრობლემა.

ხანგრძლივი განხილვის შედეგად გადაწყდა 20 000 ლარის დახარჯვა საძოვრისკენ მიმავალი გზის გასწორებაზე, პირუტყვის სასმელი წლის სისტემის მოწყობაზე და, თუ დარჩებოდა თანხა, მოხდებოდა სასაფლაოს შემოღობა.

ტენდერის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პ. არაქალში და სათხაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩასატარებლად გამოყოფილია 25 707 ლარი. 22 550 ლარის ოდენობის შემოთავაზებით, ტენდერი სერგო ქსპოიანმა მოიგო. შემოღობის სამუშაოები ტენდერის მიხედვით იდმეწარმე სირაკან ზაკარიანმა განახორციელა.

160 მეტრის სიგრძრის გზის შესაკეთებლად, რომელიც საძოვრებისკენაა მიმართული, 4 944 ლარია გამოყოფილი, პირუტყვის სასმელი წყლის აუზისთვის კი – 4 943 ლარი. ძველი სასაფლაოს შემოღობის სამუშაოების ჩასატარებლად – 9 887 ლარი.

ჩვენ ასევე ჩავატარეთ გამოკითხვა სათხელებს შორის, რათა გაგვეგო მათი აზრი სოფელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და ასევე გაგვერკვია, რომელი სამუშაოებია მათთვის უფრო პრიორიტეტული.

სათხელებმა აღნიშნეს, რომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ სოფელში მსგავსი სამუშაოები ტარდება. გამოსადეგია, თუმცა პირველ რიგში სოფელში სასმელი წყალი გვინდა. ეს პრობლემა უკვე რამენდენიმე წელია აქტუალურია.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Работы по программе ““Помощь селу” села Сатха завершены. Что думают жители

აღვნიშნავთ, რომ “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს სოფლების განსავითარებლად 444 000 ლარი მიიღო.