ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყაურმის სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს მასწავლებლის დღის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ლამაზი ლექსებით და სიმღებრებით გამოვიდნენ. მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს თავიანთ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული და მადლობა გადაუხადეს ენთუაზიაზმისა და ულევი მოთმინებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ასევე ნინოწმინდის განათლების, კულტურის და ძეგლების განყოფილების წარმომადგენლები. მასწავლებელი მხოლოდ ადამიანი არაა, რომელიც სხვადასხვა მეცნიერებას გვასწავლის, ის ასევე სულიერებისა და ზნეობრივი დასაწყისის მატარებელია. მასწავლებლები განსაკუთრებულ სამოქალაქო მისიას – ახალგაზრდა თაობის აღზრდას ასრულებენ. ღონისძიების ხელმძღვანელები პედაგოგები ლია ტონოიანი და ზარუი ბდოიანია.
ღონისძიების დასასრულს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, არევიკ ტონერიანმა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს კარგი ღონისძიებისათვის და მიულოცა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული.