პედაგოგის მუშაობა არ არის ადვილი და ძალიან საპასუხისმგებლოა, ამიტომ ყველას არ შეუძლია გახდეს მასწავლებელი. 27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის დღე აღინიშნება. დღეს რადიო NOR-ი სეროპიან ანაიდა არამოვნას პედაგოგიური საქმიანობის შესახებ მოგიყვებათ.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიისადმი ერთგულება შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს გავლენა მოახდინოს მისი მოსწავლეების ცხოვრებაზე.
ანაიდა სეროპიანმა საშუალო განათლება ნინოწმინდის მე-2 სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ერევანში განაგრძო. დაამთავრა ვ.ი. ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოლოგიის სპეციალობით.
პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო სოფელ პ. ხანჩალის საშუალო სკოლაში, – ორი წელი იმუშავა, იმ დროს 18 წლის იყო. კიდევ ოთხი წელი ასწავლიდა ნინოწმინდის ინტერნატ-სკოლაში. 1982 წლიდან მუშაობს ქალაქ ნინოწმინდის მე-2 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
ანაიდა უკვე 47 წელია ასწავლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. ასწავლის ბავშვებს პირველივე დღიდან კალმის სწორად გამოყენებს, წერას და კითხვას. მისი სიყვარული ბავშვების, საგნისა და სკოლის მიმართ მას მასწავლებლის შესანიშნავ მაგალითად აქცევს, რომელიც ყოველთვის მზად არის შთააგონოს და აღზარდოს ახალი თაობა.
“როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ჩემი მიზანი ბავშვებთან მუშაობა იყო. მე ვხედავ პოტენციალს ყველა მოსწავლეში და ვცდილობ დავეხმარო მათ ამ პოტენციალის გახსნაში. მე მაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემისა, არამედ შემიძლია ხელი შევუწყო თითოეული ბავშვს პიროვნების ჩამოყალიბებაში და დახევმარო მათ ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც მოსწავლე სიხარულით მეუბნება თავის მიღწევებზე ან სვამს საინტერესო კითხვებს, მესმის, რომ მე ავირჩიე სწორი გზა. მე მჯერა, რომ მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროფესია. ეს არის წოდება, რომელიც მოითხოვს ბავშვების სიყვარულს და სურვილს ვაქციოთ ისინი კარგ პიროვნებად. ბავშვობიდან მიყვარდა მასწავლებლის პროფესია, მიყვარს მოსწავლეები, ჩემი საგანი, სკოლა. მე რომ მკითხონ, რა პროფესიას აირჩევდით მეორედ, ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი”, – ამბობს სეროპიანი.
დაწყებით სკოლაში მასწავლებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვების ძირითადი უნარების ჩამოყალიბებაში. ამ საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ბავშვების სწორად წერა-კითხვის სწავლება. ყველაზე ახალგაზრდა მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლებისთვის ყველა სწორად წარმოთქმულ სიტყვას და ყველა ნათლად დაწერილ ასოს სიხარული და კმაყოფილება მოაქვს.
მასწავლებლის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, ის ეძღვნება ადამიანებს, რომელთა ძალისხმევის წყალობით ბავშვები იძენენ ცოდნისადმი ლტოლვას, სწავლობენ კომუნიკაციას, ყურადღებას და მოთმინებას და ასევე აღმოაჩენენ საკუთარ თავში ახალ ნიჭს. კარგი მასწავლებელი არა მხოლოდ ასწავლის, არამედ აღზრდის ახალ თაობას. შეუძლებელია მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლის გადაჭარბება ყველა ადამიანის ცხოვრებაში.
მასწავლებლის დღე არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის. მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაარსდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამიერიდან მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება – გამოჩენილი ქართულის მასწავლებლის, საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.